Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა


კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყანა პოლიტიკური კორუფციის, ნეპოტიზმის სავანედ გადააქცია, 
სადაც, ხელისუფლება ქმნის ანტიკორუფციულ, "დამოუკიდებელ" სააგენტოს, კორუფციის გამოძიების უფლებამოსილების გარეშე, სადაც საკრებულოებში მერები უბრალოდ არც კი დადიან იმისთვის, რომ გააქარწყლონ კორუფციული ეჭვები, არ დგამენ ეფექტიან ანტიკორუფციულ ნაბიჯებს და თვითკმაყოფილებას მიცემული ""ყველაფერი კარგადაა"-ს პრინციპით განაგრძობენ ქვეყნის ინსტიტუტების გამოყენებას პირადი და პარტიული მიზნებით.

პრემიერ-მინისტრმა, ამ ბაქი-ბუქს, ჯობს გააკეთოს განმარტება, რატომ არ უერთდება OECD-ს საშემფასებლო ანგარიშის მე-5 რაუნდს ჩვენი ქვეყანა.", - წერს ბექა ლილუაშვილი. 

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...