Jump to content
Planeta.Ge

მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს


დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს" უთხრეს, რომ ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ და ცეცხლის გაჩენის შემდეგ მოხდა გაზის ბალონების აფეთქება.

ამასთან, სააგენტო "რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი შესაძლოა, მიზანმიმართულად გააჩინეს.

OBI იმ უცხოურ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი არ თქვეს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებაზე.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...