მედიის ცნობით, აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას
აშშ-ის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ ინფორმირებულ, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ სააგენტოები Reuters-ი და Associated Press-ი. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.
წყაროების ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებებს. ასევე, დამატებით საბრძოლო მასალებს უკრაინისთვის უკვე გადაცემული ჰაუბიცებისა და სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 19.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.