ვოლოდიმირ ზელენსკი Politico-ს ჯილდოზე - ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როცა ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს
მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ უკრაინელ ხალხს წარმოადგენს და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანები იქნებიან მომავალ წელსაც და ქვეყანაში იმ დროისთვის ომი დასრულებული იქნება.
„ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს, ყველა უკრაინელს. მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან. მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.