Jump to content
Planeta.Ge

სერგეი გაიდაი - უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი


უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს.

მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ.

„ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმართულებიდან გადმოისროლეს. ამიტომ წინსვლა ძალიან მძიმეა. არ უნდა ველოდოთ სწრაფ ოპერაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში გენშტაბი კარგი სიახლეებით გაგვახარებს“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ეს ზამთარი გადამწყვეტი იქნება ლუგანსკის მიმართულებისთვის. მისი აზრით, ზამთრის დასასრულს უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ მცირე 24 თებერვლამდე ხაზზე გასვლას შეძლებენ.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...