Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება


პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ აქვთ, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“.

„ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. ამ პასუხისმგებლობის შესრულება-არშესრულებას ვერავის გადააბრალებენ. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ როდესაც ხელისუფლება ინფორმაციას სათანადოდ არ ავრცელებს, ამ დროს ჩნდება სივრცე ბევრი სხვა ინფორმაციისთვის. სწორედ ამიტომ მოქალაქეს ვერ გაუგია სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთი მხარე ამძიმებს, მეორე ამსუბუქებს და საზოგადოებამ ვერ გაიგო, სიმართლე სად არის. ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ გვაქვს, რეალურად, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამოსავალიც ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობლივ განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავენ.

„ამ ყველაფერში რისკებს ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ სათავისოდ და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არ გამოიყენოს. თუ ეს ადამიანები ეცდებიან, რომ გაზარდონ დაპირისპირება და რადიკალიზაცია, ამ გაზრდილი დაპირისპირების ხარისხს „ქართული ოცნება“ სათავოსოდ გამოიყენებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამიტომ გონივრული მოქმედებებია საჭირო და ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს სწორედ იმ ოპოზიციამ, რომელიც თურმე „ოცნებას“ ჩუმად რაღაცებზე ისედაც ელაპარაკება. ჩვენ რა ვიცით, იქნებ ამ თემებზეც ელაპარაკებიან“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...