ანა ბუჩუკური - გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობას" და "ლელოს" არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”
გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას და ლელოს არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ შეიძლება და ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მისაღებია? თუ არ გამოხვალთ და არ ახსნით საჯაროდ, რატომ ფარულად და რატომ კულუარულად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაერქმევა ამას.", წერს ანა ბუჩუკური
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.