Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს


ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
 
 
"როგორც ირკვევა, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (ენმ, ლელო, ვაშაძე), რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მუშაობენ ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში, ჩვენი მოქალაქეებისგან ფარულად “ოცნებასთან” თანამშრომლობის კომპლექსი არ აწუხებთ და ადგილი აქვს ჩრდილოვან გარიგებებს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე.
“ოცნების” დაინიცირებული ცვლილებები როგორ შეფასდა ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ, 2 დღის წინ ყველამ კარგად ვნახეთ!
ასეთი ტიპის არაფორმალური, კულუარული მოლაპარაკებები და გარიგებები არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე უპასუხისმგებლობა და პირდაპირ აჩვენებს პოლიტიკური პარტიების მოქმედებას ვიწროპარტიული ინტერესებით!
ამ პარტიებმა, კეთილი უნდა ინებონ და მკაფიო განმარტებები გააკეთონ, როდის, სად, რა საკითხზე შეხვდნენ “ოცნების” წარმომადგენლებს და რაზე შეუთანხმდნენ.", - წერს ბერდია სიჭინავა.

 

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...