Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს


უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების თავდასხმები ხარკოვის ოლქის ტერნოვაიას დასახლებაზე, ასევე ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, პლოშჩანკას, ჩერვონოპოპოვკასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, ბერესტოვოეს, იაკოვლევკას, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, მაიორსკის, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებზე.

გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან.

უწყების ცნობით, კვლავ არსებობს რუსეთის სარაკეტო დარტყმის საფრთხე უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...