ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს.
„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონზე მაღლა დააყენოს თავი. დეტალებში ვერ შევალ, ძალიან ბევრი მოვისმინე, რომ სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს გარემო? მე არ ვარ ექიმი, რატი ბრეგაძემ გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. უკაცრავად და, არ უნდათ მათ, რომ საქართველოში უმკურნალონ. მათი ერთადერთი მიზანი, ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ, შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.