საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმერეთში სტუმრობასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს.
„შეგიძლიათ, გამოიცნოთ, სად ვიმყოფებით? მინიშნებას მოგცემთ: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ თუ თქვენი პასუხია: აკაკის სახლი, მართალი ხართ. ჩვენ იმერეთში ვართ, ულამაზეს იმერეთში ულამაზეს დღეს. ვეცნობით მეტ ინფორმაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე. ახლა საჩხერის საჯარო სკოლაში წავალთ. ასევე, აქ არსებულ პრობლემებს გავეცნობით იმერეთში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით. იმერეთში ხალხთან გასაუბრების უამრავი შესაძლებლობა გვექნება და მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრებს“, – აცხადებს კელი დეგნანი ვიდეოში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.