Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას აღარ ჰყოფნის ძალადობის, ზეწოლის მოსყიდვის რესურსი და ახორციელებენ ცვლილებებს, რომელიც შეიცავს არჩევენების გაყალბების პირდაპირ რისკებს და მექანიზმებს


ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მკაფიოდაა აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა „შეშფოთებას“, - 
ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.
 
ბექა ლილუაშვილის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები არ ითვალიწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან.
 
"როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სისტემის არსებითი გაუმჯობესება, შემდეგი არჩევნების სამართლიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისთვის, წარმოადგენს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას.
ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორებისთვის, ამგვარად ჩატარებული არჩევნები წარმოადგენს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს და დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ წყაროს.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უვარგისად ჩატარებული წინა არჩევვნები და ხელისუფლების პირდაპირი იერიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართულებით.
ქართულმა ოცნებამ, მიიღო ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა „შეშფოთებას“ - ცვლილებები არ ითვალიწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ყურადსაღებია, რომ ეს ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის პრობლემური საკითხები, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე, რაც ლეგიტიმურობის წყაროა.
"როგორც ჩანს, ხელისუფლებას აღარ ყოფნის ძალადობის, ზეწოლის მოსყიდვის რესურსი და ახორციელებენ ცვლილებებს, რომელიც შეიცავს არჩევენების გაყალბების პირდაპირ რისკებს და მექანიზმებს.
დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, ის პრობლემური საკითხები, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე რაც ლეგიტიმურობის წყაროა.
შემფასებელთა აზრით არ არის უზრუნველყოფილი - ელექტრონული საშუალებების გამოყენებისთვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩო, ხმების გადათვლის სათანადო მექანიზმები და მათი გამოყნების არეალი, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის გაზრდის საკმარისი საფუძვლები.
გაუგებარია - არჩევენების მიმართ სანდოობის განმსაზღვრელი მოქმედი კონვენციური საშუალებების, საკონტროლო ფურცლისა და მარკირების გაუქმების საფუძვლები. არჩევნებზე დამკვირვებელთა შეზღუდვის დაწესებისთვის შემოღებული საფუძვლები და სხვა" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", განახორციელოს შემფასებელთა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ცვლილებების პროექტში, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები.
"ჩვენ, როგორც მოგეხენებათ წარმოვადგენთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლის მსვლელოვის განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდეთ ქართულ ოცნებას, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სათანადოდ მომხდარიყო ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში. თუმცა როგორც შემფასებლებმაც აღნიშნეს, მსგავსი არ განხორციელდა.
ჩვენ მოვუწოდებთ ოცნებას, განახორციელოს შემფასებელთა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ცვლილებების პროექტში, თუ მათ რეალურად სურთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები.
შეწყვიტოს პროცესი, რომელსაც დღეს უკვე ახორციელებს არჩევნების გაყალბებისა და არალეგიტიმურად ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...