Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუმინეთში და დანიაში უკრაინის საელჩოებმა „საშიში ამანათები“ მიიღეს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები“ მიიღეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ყველას, ვინც განაგრძობს ამ ამანათების გაგზავნას და ჩვენი საელჩოების დატერორებას, ვთხოვ, მოდუნდეს, არ დახარჯოს თავისი დრო და ფული საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. შემიძლია გავიმეორო ეს უკრაინული დიპლომატიის ყველა მტრისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს შეშინებას ან შეჩერებას“, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, გასულ კვირას მადრიდში უკრაინის საელჩომ მიიღო გზავნილი ასაფეთქებელი მოწყობილობით. პირმა, რომელმაც გზავნილი მიიღო, აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო. მომდევნო დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მიიღეს ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო.

უცნაური ამანათები ასევე მიიღეს უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში და ჩეხეთში.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...