ელეონორა არჩაია - ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია
ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას, - ამის შესახებს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.
მისი თქმით, დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი კვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან.
"აღნიშნული წარმოადგენს ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟს, რომ დაამტკიცონ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი ისე, რომ მასში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული. საკანონმდებლობა ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, „ოცნება“ აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს, მათ დასუსტებისა და ერთპარტიულ ვერტიკალში მოქცევას.", - წერს ელეონორა არჩაია.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.