Jump to content
Planeta.Ge

უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას


უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას. ამის ფონზე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დროებითი აკრძალვა მოეხსნას თუ არა უნგრეთისთვის განკუთვნილ მილიარდობით ევროს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰაი ვარგამ დაადასტურა თავისი მთავრობის პოზიცია, რომ ის არ ემხრობა უკრაინისთვის სესხის მიცემას.

მინისტრებმა, რომლებიც უნგრეთთან ჭიდილში არიან, 6 დეკემბერს გადაწყვიტეს, დღის წესრიგიდან მოხსნან ნებისმიერი გადაწყვეტილება 7,5 მილიარდი ევროს თაობაზე ევროკავშირის ფონდებიდან, რომლებიც უნგრეთისთვის არის განკუთვნილი.

უნგრეთი უკრაინის ფინანსურ დახმარებას ბლოკავს იმის იმედით, რომ უზრუნველყოფს საკუთარ დაფინანსებას.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ბრიუსელში „გაიმართა ძალზე ემოციური დებატები, რომელშიც გააკრიტიკეს ბუდაპეშტი, მაგრამ უშედეგოდ“.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც თბილი ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უკრაინისთვის 18-მილიარდიანი დახმარების გარდა ბლოკავს ასევე გლობალურ საგადასახადო შეთანხმებას.

ევროპის კომისია ნოემბერში გამოვიდა წინადადებით, უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევრო დაბლოკილი დარჩეს იმის გამო, რომ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო რეფორმების გატარება კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...