ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით გსურთ წასვლა?
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სთხოვს, გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან. ამის შესახებ მან ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარეობს.
“თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ანუ ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით წასვლა გსურთ?” , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ცდილობდნენ, რეგიონზე ზეგავლენას, მაგრამ სწორედ ევროკავშირია უდიდესი ინვესტორი და უახლოესი პარტნიორი.
ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ჩნდება კითხვა, რა გაიმარჯვებს - ავტოკრატია და უძლიერესის კანონი თუ დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
“თქვენ ამ ბრძოლის ხილვა დასავლეთ ბალკანეთშიც შეგიძლიათ”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.