Jump to content
Planeta.Ge

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტარი გიორგი ხოჯევანიშვილი ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს


ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხება, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ახალგაზრდებს გავუზიარე გამოცდილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში განვიხილეთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
შემდეგშიც აქტიურად გავაგრძელებ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია", - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი

ერჰე.jpg

რეჰე.jpg

ერჰერჰ.jpg

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...