პარტია “საქართველოსთვის” წევრები მმართველ პარტიას თვითმმართველობის კანონმდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებენ
"რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვდგით ფეხი "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა,მას შემდეგ ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები, ვიმუშაოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და პროდუქტიულად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია საქართველოსთვის" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია წერს.
"ეს რამე თავის მოსაწონებელი, განსაკუთრებული არ გახლავთ და ამიტომ არ ვამბობ,ეს უბრალოდ ჩვენი აუცილებელი ვალდებულებაა.
ვიცით ასევე რომ, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტის საკრებულოებში ოპოზიციურმა ფრთამ მოიპოვა უმრავლესობა,მათ შორის დიდ საკვანძო ქალაქებში. ჩვენს გუნდს რამდენიმე ქალაქში უკვე ჰყავს საკრებულოს თავმჯდომარე,რომ არა მმართველი ხელისუფლების არნახული რეპრესიები და უმსგავსო მოქმედებები მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა. იმის თქმა მსურს მეგობრებო რომ, ორგანიზაცია "ქართულმა ოცნებამ" რახან გუნდურად დიდი ვერაფერი ჩამოგვათალა,მაშინ დაიწყო,არც მეტი არც ნაკლები საქართველოს კანონმდებლობის ხელყოფა(!!!) მიდგნენ მოდგნენ და თვითმმართველობის კოდექსში,რამდენიმე მუხლი პირდაპირ სათავისოდ მიუსადაგეს არსებულ რეალობას. დასჭირდათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა?! გადააკეთეს და მოირგეს კანონი; დასჭირდათ ბიუჯეტის მიღების პროცესში მერზე პასუხისმგებლობის არიდება?! შეიტანეს შემდგომი ინიციატივა: თუ ბიუჯეტი ჩავარდება მერის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება... დგება,არ გაგეცინოთ და საკრებულოების პასუხისმგებლობის საკითხი.", - წერს დავით შენგელია.
მისივე განცხადებით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და მეტიც, ძირითადი დარტყმა საკრებულოს კისერზე გადაატაროს.
"ოცნების ინიციატივის არსიც,ოპოზიციური საკრებულოების თავზე "დამოკლეს მახვილის" აღმართვაში მდგომარეობს.
აღსანიშნავია ყველაზე მთავარი: ოცნების მიერ დაინიცირებული ეს საკანონმდებლო ცვლილება,პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან,წინააღმდეგობაშია ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან.
ყოველივე ამის მერე უბრალოდ დაუჯერებელია და წარმოუდგენელი ამ ხელისუფლების კურსსა და ევროპას შორის რაიმე პარალელების გავლება!
პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს მმართველ გუნდს,უარი თქვას მათივე ინიცირებული კანონმდებლობის მიღებაზე,რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიულ პრინციპებს ისე, ევროპულ რეკომენდაციებს.", - აცხადებს დავით შენგელია.
Edited by tvati
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.