Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რ


"მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
 
 
მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი კვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან.

 
"მოვუწოდებთ „ოცნების“ ხელისუფლებას, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას.
დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი კვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან. აღნიშნული წარმოადგენს ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟს, რომ დაამტკიცონ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი ისე, რომ მასში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული.
ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ინსტიტუტების გამართულად მუშაობა, მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, „ოცნება“ აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს, მათი დასუსტებისა და ერთპარტიულ ვერტიკალში მოქცევის მიზნით" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ დაინიცირებული საკანონმდებლობა ცვლილება წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, რომელთა წინაშეც უნდა იყვნენ პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები.
"2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე არაერთხელ გახდა ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელთაგან რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ხელისუფლებამ დაკარგა ერთპარტიული ძალაუფლება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, „ოცნებამ“, ცესკოს დახმარებით, წინა მოწვევის საკრებულოებს დაამტკიცებინა მომდევნო წლის ბიუჯეტები, სხდომებზე გამოუცხადებლობით მოაწყო საბოტაჟი და შექმნა ხელოვნურ კრიზისი, დაიწყო საარჩევნო შედეგების გადაწერა ადამიანების მოსყიდვით, დაშანტაჟებითა და გადაბირებით, რასაც პირდაპირ ახალისებდა მმართველო პარტიის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებით მოირგო საკუთარ თავზე.
დაინიცირებული საკანონმდებლობა ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, რომელთა წინაშეც უნდა იყვნენ პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...