Jump to content
Planeta.Ge

ედგარს რინკევიჩსი - სწორია, რომ რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით - ევროკავშირის არაწევრმა ქვეყანამ, როგორიცაა საქართველო, მიიღო ლტოლვილები და იქ მათი რიცხვი 100 ათასს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის


სწორია, რომ მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით. ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, როგორიცაა საქართველო, მიიღეს ეს ლტოლვილები და მათი რიცხვი იქ ძალიან მაღალია. სხვადასხვა შეფასებით, ეს 100 000-ს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქნის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

მისი თქმით, ლატვიისთვის ნათელია, რომ ეს ხალხი არა ომის, არამედ მათი ომში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან და ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს.

ამასთან, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში არსებობენ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას იმით, რაც ხდება.

„მობილიზაცია შედგა, მაგრამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო. ეკონომიკური თვალსაზრისით - ბევრი სანქცია მხოლოდ ახლა შედის ძალაში, რადგან მათ ჰქონდათ გარდამავალი დებულებები. ის, რომ ერთგვარი ტექტონიკური რხევები იწყება საზოგადოების ერთ დონეზე, არ ნიშნავს, რომ მათ მიაღწიეს სათანადო მიწისძვრის დონეს“, - აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...