Jump to content
Planeta.Ge

ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი აკრძალეს - ტურისტებისთვისაც


ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც.

შესაბამისი მუხლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ.

მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, რომელთა აქტიური საქმიანობა ახლა იწყებს კვლავ აღდგენას, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ დონეს მიაღწევს 2025 წლისთვის. ახალმა აკრძალვებმა კი შეიძლება, დააფრთხოს ტურისტები და ინვესტორები, შიშობენ ტურისტული ფირმების წარმომადგენლები.

ხელისუფლება აცხადებს, რომ კოდექსის ახალი რედაქცია, რომლის მიზანია „ინდონეზიური ფასეულობების გაფრთხილება“, ძალაში შევა სამ წელიწადში.

კანონსაწინააღმდეგო სექსის შესახებ დაბეზღება შეუძლიათ მხოლოდ ეჭვმიტანილების მშობელს ან შვილს.

ინდონეზიაში აკრძალულია ოჯახური ღალატი.

ქორწინების გარეშე სექსის გარდა, ახალი კანონი კრძალავს ასევე შავ მაგიას, ხელისუფლების შეურაცხყოფას, ოპოზიციური იდეების გამოთქმას და ნებართვის გარეშე საპროტესტო აქციების გამართვას.

უფლებადამცველები ახალი კოდექსის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი და მიიჩნევენ, რომ შესწორებები კოდექსში ზღუდავს „მსოფლიოში სიდიდით მესამე დემოკრატიულ ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებებს“. საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, EIU-ს დემოკრატიის ინდექსის თანახმად, ინდონეზია 52-ე ადგილზეა და „არასრულყოფილ დემოკრატიად“ მიიჩნევა.

ახალი კოდექსის საპასუხოდ ქვეყანაში შედგა მცირე საპროტესტო აქციები.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...