Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა - განსახილველი საკითხი სასჯელის გადავადება ან მისგან გათავისუფლებაა


სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ უთხრა, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა სასამართლო პროცესში მონაწილეობას თავად მიხეილ სააკაშვილი - მის ადვოკატებს სურთ, რომ დისტანციურად მაინც ჩაერთოს სასამართლოს მსვლელობისას.

ცნობილია მოსამართლის ვინაობა, ვინც განიხილავს სააკაშვილისთვის სასჯელის მოხსნის ან გადავადების საკითხს - ესაა გიორგი არევაძე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა. არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...