რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაცვლის საფუძველზე უკრაინაში დაბრუნდა ოთხი ოფიცერი, 46 სერჟანტი და რიგითი.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.