თბილისის საკრებულო უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ განიხილავს ნებისმიერ საკითხს - ტყემალაძის პასუხი კასიანოვს
თბილისის საკრებულოს თავმჯომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ასე თბილისის საკრებულოს თავმდჯომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ
კასიანოვმა უკრაინის საელჩოში დღეს 6 დეკემბრეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს.
"უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნებს საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - თქვა კასიანოვმა საელჩო გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინაში ომს საქართველოს 33 მოქალაქე ემსხვერპლა. 5 დეკემბერს მათ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა "საწყალი ბიჭები" უწოდა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ფრონტზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიჰყავთ. უკრაინაში მებრძოლებმა ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.