Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა.

სლავიანსკში ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

„ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან წინა ხაზზე ვხვდები. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა კიდევ უფრო დიდი, ბრძოლა უფრო მძიმე, ფასი – უფრო მაღალი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა ყველას, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბრძოლაში დაღუპულ ყველა სამხედროს.

„ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების წელია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დროა. ყველა ხედავს, ვინ არიან უკრაინელი დამცველები. ვიღაცამ საკუთარ თავს მსოფლიოს მეორე არმია უწოდა, თუმცა ყველა ხედავს, ვის უჭირავს პირველი ადგილი. ყველა ხედავს თქვენს სიძლიერეს, გამძლეობას, თქვენს უნარებს, თქვენს სტანდარტებს, უკრაინის სტანდარტებს“, – განაცხადა ზელენსკის ვიდეომიმართვაში.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...