Jump to content
Planeta.Ge

სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო


სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო. ერევანი და ბაქო მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპს იწყებენ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ნამდვილად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანისგან მიიღო შეთავაზებები, რომლებიც არსებითად არის პასუხი სომხური მხარის შეთავაზებებზე. შეიძლება ითქვას, რომ განიხილება შეთავაზებების მესამე პაკეტი. ვფიქრობ, ახლა სწორი იქნება, ამას დოკუმენტი ვუწოდოთ. ვინაიდან ეს დეტალები გამოქვეყნებას არ ექვემდებარება, არ შემიძლია, ამაზე ხმამაღლა საუბარი და გასაჯაროება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ედუარდ აგაჯანიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წლის ბოლომდე შეხვედრა შედგეს.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...