კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და სრული დატვირთვით ემზადება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და თურქეთში „ნაპოლისთან“ ერთად სრული დატვირთვით ემზადება, – ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ქართველი თავდამსხმელი „მაკრატელას“ ურტყამს.
„შვებით ამოისუნთქეთ. „ნაპოლიმ“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქართველი თავდამსხმელი თურქეთში შეკრებაზე „მაკრატელას“ ურტყამს“, – წერს გამოცემა „ინაპოლისტა“.
„ნაპოლის“ გულშემატკივრებს 21 წლის ქართველი თავდამსხმელის მდგომარეობა აწუხებდათ. კვარაცხელიას ნოემბრის დასაწყისიდან წელის მწვავე ტკივილი აწუხებდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი და სერია „ა“-ს ბოლო სამი ტური გამოტოვა.
იტალიური გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას საქართველოში კარგად უმკურნალეს.
„საქართველოში „ნაპოლის“ სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებულმა სარეაბილიტაციო თერაპიამ შედეგი გამოიღო და კვარა დაბრუნდა. ამას მოწმობს კლუბის ტვიტი, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ის თურქეთში, მოედანზე ლამაზად ურტყამს“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.