მაია სანდუ - ომის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე, სამოქალაქო დაწესებულებასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის მისამართით განხორციელებული მასშტაბური რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, მოლდოვის ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოცვივდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.