Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელი იერეშებისას 70-მდე რაკეტა გაუშვა, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს


უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების დროს, შავი ზღვის ფლოტმა და ავიაციამ უკრაინის მიმართულებით 70-მდე რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს.

მათივე ცნობით, 38 ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვისა და ვოლგოდონსკის რაიონებიდან აფრენილმა რვა თვითმფრინავმა გაუშვა, „კალიბრის“ ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის ფლოტმა, კიდევ ათი ფრთოსანი რაკეტა კი, შავი ზღვის რაიონიდან იყო გაშვებული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საერთო ჯამში უკრაინის ენერგოსისტემის მთლიანობა სარაკეტო თავდასხმების შედეგად არ დარღვეულა, თუმცა კიევის, ვინიცისა და ოდესის ოლქებში, გარკვეულ წერტილებში დაზიანება ფიქსირდება. რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში სისტემის დასაბალანსებლად ავარიული გათიშვა გამოიყენეს.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

„მინდა მადლობა გადავუხადო საჰაერო თავდაცვით ძალებს, ჩვენს ენერგეტიკოსებსა და ჩვენს ხალხს. საჰაერო სისტემებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. ენერგეტიკოსებმა უკვე დაიწყეს ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენი ხალხი არასდროს დანებდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

mcm.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...