პრეზიდენტი - არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს - ყველა უნდა გაუფრთხილდეს ქვეყნების გრძნობებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ელემენტარული გარანტიები, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს, უნდა შეეგუო
არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს - არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომელიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტიები, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას შეცდომები.
„დრო მოვა, როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც დაშვებული იყო საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.
რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას თავისი საზღვრები აქვს და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განათავსოს, ან ექსპანსიას და თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ომის ის შედეგი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს. არა, უნდა გაუფრთხილდეს ყველა იმ პატარა ქვეყნების, თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტიები, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და უნდა შეეგუო შენს საზღვარს “,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.