Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 11 პირის იდენტიფიცირებულ ნეშტს 8 დეკემბერს დაკრძალავენ


აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 11 პირის იდენტიფიცირებულ ნეშტს 8 დეკემბერს დაკრძალავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტში განუცხადეს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტის (8 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე), ოჯახებისთვის გადაცემის და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 7-8 დეკემბერსაა დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე; ხოლო იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა გაიმართება 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...