Jump to content
Planeta.Ge

მიხაილო პოდოლიაკი - კრემლში ასტრონომიას არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან


ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

„დედამიწა მრგვალია - აღმოჩენა გალილეომ გააკეთა. ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, უპირატესობას სასამართლო ასტროლოგებს ანიჭებდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან“, - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ორი რუსული Ту-95 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა და ორი რუსი ჯარისკაცი დაშავდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...