Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.052

მიშა აბაშიძე, თუ ასლან სააკაშვილი?! ანუ დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი თავად იქცა დიქტატორად`


atrava

3.599 views

blog-0944468001346768897.jpgდღევანდელი საქართველოს წინასაარჩევნო ვითარება ძალზედ ჩამოჰგავს ასლან აბაშიძის ეპოქის დროინდელ აჭარაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს. ასლან აბაშიძე შანს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ დაეკნინებინა ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები. ისევე როგორც ასლანი პერიოდში, ასევე დღესაც ადგილი აქვს ოპოზიციური პარტიების ოფიესების დარბევას. ასლან აბაშიძე მიხეილ სააკაშვილიდან და მისი ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს მტრის ხატს ქმნიდა. ასე იქცევა მიშაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ პროგნოზების უმრავლესობა, რომლებსაც ასლან აბაშიძე აკეთებდა ნაცმოძრაობის მიმართ, ფაქტიურად გამართლდა, ხოლო სააკაშვილის მხრიდან ჯერ არც ერთი პროგნოზი არ გაკეთებულა. არის მხოლოდ მტრის ხატი, უშვერი ლანძღვა და გინება კამერების წინ. არის ერთი განსხვავება: ასლან აბაშიძეს არ ჰქონდა საშუალება იმისა, რომ უშუალოდ გამოეცხადებინა და განეხორციელებინა აჭარაში საგანგებო მდგომარეობა. მიშას კი ხელს არაფერი უშლის. ფაქტიურად ნიადაგი მზადაა ამისთვის: ლოპოტას ხეობაში "ბანდფორმირების" განადგურება ამაზე მიანიშნებს.

მსგავსება კიდევ იმაში გამოიხატება, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობას არც ასლანი ცდილობდა და არც მიშა ცდილობს.

როგორც აღმოჩნდა მრავალათასიანი შეძახილი მიშა! მიშა! მხოლოდ ფონოგრამა აღმოჩნდა. ისევე როგორც ასლანი მიშაც არღვევს საარჩევნო კანონს. საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ კოსმოსურ მასშტაბებს მიაღწია, მაგრამ როგორც ჩანს ნაცმოძრაობას ეშინია პირწმინდად არჩევნების წაგებისა და ამიტომ სახელმწიფო სამსახურში მომუშავეებს აიძულებენ 5–10 პირადობის მოწმობის მიტანას, რათა მიმტანმა აიძულოს ის ადამიანები, ვისაც აართვეს ეს მოწმობები, ნაცმოძრაობას მისცენ ხმა. ამის ფაქტები მრავლადაა.

ის მუქარები ბიზნესმენთა მიმართ რად ღირს დაგახრჩობთ, გაგანადგურებთ და ა.შ. რომელიც მიშამ განაცხადა ფოთის აეროპორტში...

 

P.S. ეს მხოლოდ ზოგადი დახასიათებაა. თუ ვიმე თვლის, რომ ეს არაა საკმარისი გავმართოთ პოლემიკა კომენტარებში ან facebooki-ს ჩემს გვერდზე ან გვერდ zaza-ზე

4 Comments


Recommended Comments

დიქტატურას იმისათვის კი არ ამყარებენ რომ რეოლუციის მონაპოვარი შეინარჩუნონ არამედ რევოლუციას აწყობენ იმისათვის რათა დიქტატურა დაამყარონ. ჯორჯ ორუელი
ლინკი
×
×
  • შექმენი...