მედიის ცნობით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს
შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აბდურახმანოვზე თავდასხმა ორი წლის წინათაც განხორციელდა.
როგორც ოპოზიციურ მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და, მოპოვებული ცნობებით, გარდაცვალების ფაქტი დასტურდება, მისი ძმა მუხამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს.
მედიის ცნობით, შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებში ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ძმები კონტაქტზე 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გამოსულან, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ბლოგერი და კადიროვის კრიტიკოსი, შესაძლოა, მოკლეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.