დმიტრო კულება - ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ, სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის მარცხისთვის
ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, სჯობს, ყველა მოემზადოს იმისთვის, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება.
„სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის მარცხისთვის, ნაცვლად მცდელობისა ახსნათ, რატომ არ შეუძლია უკრაინას მოგება, ან რატომ არ უნდა მოიგოს მან“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.