Jump to content
Planeta.Ge

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის არმიას ქალაქ ბახმუტთან 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს


რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოაგროვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუს ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისთვის „გამარჯვების“ წარმოჩენა შეძლოს.

ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტს ვერ აიღებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი რუსულ ჯარს ბახმუტთან და სლავიანსკთან პრობლემებს უწინასწარმეტყველებს.

„ნათელი მოვლენები, რა თქმა უნდა, გვაქვს დონბასში. ბევრს არ ესმის, შემიძლია, ავხსნა. თუ პუტინი, თავისი გეგმებისამებრ, ლუგანსკიდან ისევ გამოგვაგდებს და დონეცკის რეგიონს მთლიანად დაიკავებს, მაშინ ის შეძლებს ომის გამართლებას. ის იტყვის, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესები არასოდეს გასულა ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების გარეთ. ჩვენ დავიცავით ისინი, მივიღეთ ისინი რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ თავდასხმა კიევზე, ხერსონზე, ხარკოვზე – ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების და ნატო-ს დამარცხების მიზნით. მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სურდათ არა მხოლოდ ყირიმში წასვლა, არამედ ბელგოროდის აღებაც. აი, მესამე თვეა, ბახმუტს ურტყამენ. მათ იქ მოათავსეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ჩვენი ექვსი ბატალიონის წინააღმდეგ რუსული ბატალიონის 40 ტაქტიკური ჯგუფია. თუ ისინი სამი თვის განმავლობაში წავიდნენ იქ ასეთი თანაფარდობით, შემდეგ სამი წელი დასჭირდებათ სლავიანსკში მისასვლელად. ომი დასრულდება, ვიდრე ისინი სლავიანსკს მიაღწევენ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...