Jump to content
Planeta.Ge

ანდრეი ერმაკი - თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს და მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად - თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში


თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს და ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება.

ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

„ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის!

თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში!

მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად”,- წერს ერმაკი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში რუსეთის ომს 5 ქართველი მებრძოლო ემსხვერპლა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...