Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის 17 დასახლებაში მოიგერიეს


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 3 დეკემბერს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 17 დასახლებაში მოიგერიეს.

მათივე ცნობით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო თავდასხმა და 16 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული დასახლებების მისამართით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 30-ზე მეტჯერ გაისროლეს.

უწყება დასძენს, რომ ხარკოვის ოლქსა და დონეცკის ოლქში მდებარე შევჩენკოვესა და კრამატორსკის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...