მეუფე იაკობი ევროკომისიის რეკომენდაციებზე - საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის? - ჩვენზე ცივილიზებულები არიან?
მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვესაუბრებიან: „აი, ქართველი ხალხი...“. გვეკითხებიან, კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ [ევროკავშირში] და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველას უნდა მოვთხოვოთ შერიგება.
„პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ. ყველას მოვთხოვოთ შერიგება, ხოლო ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოსწონთ ის ხალხი. ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვითარდეთ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.
როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, „ჩვენთან ხალხს ვითომ ევროპა უნდა და ეკლესიაზე იწყებენ შეტევას“.
„ვითომ ევროპა უნდა ჩვენთან ხალხს და შეხედეთ, იწყებენ ხოლმე ეკლესიაზე შეტევას. ტელევიზიებს დავალებებს აძლევენ, გამოდიან და ზოგის მანქანები არ მოსწონთ. მიშას დროს, სახელმწიფომ დაარიგა „შავ ჯიპებს“ რომ ეძახიან. ერთადერთი ეპისკოპოსი მე ვიყავი, იმ ჯიპებზე, რომ ვთქვი უარი. ყველას მისცეს და რომ მისცეს, რა მოხდა, დანაშაულია? მითხრეს უარს როგორ ამბობო. ვუთხარი, რომ ხალხისთვის გთხოვთ, ჩემი თავისთვის არასდროს. გამოდიან, და თურმე მთავარი ბოროტება საპატრიარქო ყოფილა. რომ არა საპატრიარქო და ქართული ეკლესია დღეს ჩვენი ქვეყანა ასე იქნებოდა?! მართლა რუსეთისკენ რომ იყვნენ ერთ-ერთი გუბერნია ვიქნებოდით. გამოვიდნენ, დაასახელონ ვინ არის. რომელი ვართ რუსეთისკენ თქვან. მაგათ უნდათ ევროპისკენ წასვლა? დადიან გრანტები აიღონ. ვიღაცები სულელურ გადაწყვეტილებას იღებენ: „12 დავალება.“ რომელ 12 დავალებაზეა საუბარი. ერთადერთ გვინდა, რომ შევრიგდეთ. ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის, რა გგონიათ, პირადად მე რომ მოვინდომო იმ პარტიებს, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს რა დღეში ჩავაყენებ. არავის დახმარება არ მინდა, არ გავაკეთებ ჩვენები არიან. იქნებ როდესმე ადამიანობა დაიბრუნონ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.