ლოიდ ოსტინი - წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთი უკრაინაში ომში "წინასწარ განზრახულ სისასტიკეში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღებას ახორციელებს.
„წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს“, - განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმითვე, რუსული თავდასხმების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.