Jump to content
Planeta.Ge

Bloomberg - რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა


რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა.

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, - წერს Bloomberg.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული.

ხორბლის თითქმის 6 მილიონი ტონა აღებული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშემოდგომო კულტურების მოსავლის თითქმის 88% აღებულ იქნა, ხოლო აუღებელი ხორბლის უდიდესი ნაწილი ფრონტის ხაზის გასწვრივ დარჩა”, - წერს Bloomberg.

გამოცემის თანახმად, ამ მომენტისთვის გაუგებარია რა მოუვიდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღებულ უკრაინულ მარცვლეულს.

კვლევამ ასევე არ მოიცვა მარცვლეული და სხვა სურსათი, რომელიც საცავებში ინახებოდა.

„NASA-ს გუნდმა დაითვალა, რომ წელს უკრაინაში ფერმერებმა ხორბლის 26.6 მილიონი ტონა აიღეს, რაც რამდენიმე მილიონი ტონით აღემატება ძირითად პროგნოზებს”, - წერს გამოცემა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...