5 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
“6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია” - წერია განცხადებაში.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებსაც შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.