Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, შეხების ზოლის გასწვრივ რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და ათი საავიაციო იერიში განახორციელა


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რომელსაც სააგენტო УНІАН-ი ავრცელებს, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციებზე, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე განახორციელა 2 სარაკეტო და 10 საავიაციო თავდასხმა, წერია გეშტაბის მიერ 18 საათისთვის გავრცელებულ ცნობაში.

გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის არმია განსაკუთრებით ძალისხმევა მიმართულია ბახმუტის და ავდეევსკის მიმართულებით, რათა განიმტკიცოს ტაქტიკური პოზიცია.

რუსეთის არმია თავს იცავს ნოვოპავლოვის და ზაპოროჟიას მიმართულებით.

ამავე ინფორმაციით, ხერსონის მიმართულებით რუსეთის ჯარი იცავს ადრე მიტაცებულ არეალს და ცეცხლს უშენს უკრაინის ჯარის პოზიციებს, ასევე ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის მიერ განთავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...