Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი წარადგინა


აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი, „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა.

„სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“ პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია.

„ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში „ბი-21“-ის აღმოჩენა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

ახალ ბომბდამშენს ელექტრონული გამონაბოლქვის კონტროლის ახალი საშუალებები აქვს, რათა სამხედრო თვითმფრინავს მოწინააღმდეგის რადარების მოტყუება და სხვა ობიექტად შენიღბვა შეეძლოს. ასევე იყენებს ახალი ამძრავის ტექნოლოგიებს.

ბომბდამშენების ღირებულება ჯერ უცნობია.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...