Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალებმა უკრაინის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს, უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ კი 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს.

ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ხერსონის, ანტონოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და უკრაინის ჯარების პოზიციებზე კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ლიმანსკის და ბახმუტის მიმართულებებში აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაბომბეს რუსი სამხედროების საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციები, საბრძოლო მასალის საწყობები, აგრეთვე ცოცხალი ძალის კონცენტრირების ადგილები. ასევე უკრაინის ავიაციამ პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები დაბომბა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...