დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.
ყველაზე მეტად რაიონული ცენტრი დაზარალდა, სადაც 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
„დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პანელი“, - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.
მისივე თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არც ჩერვონოგრიგოროვკასა და მარგანეცის თემებში მოჰყოლია, სადაც რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი, ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი დაზიანდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.