კელი დეგნანი - მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით
მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.
„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. საკმაოდ ვრცელი დასკვნაა და ნაწილი ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ჩვენ ყველა ველოდით სანდო სამედიცინო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის მისთვის საუკეთესო.
არაერთხელ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მას სჭირდება და რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას მთავრობისადმი, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.