Jump to content
Planeta.Ge

მსოფლიო ბანკი - უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული ძალების თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება


უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას.

„უკრაინა ვერ გადალახავს მიმდინარე წელს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე,“ - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გადაუდებელი დაფინანსების სახით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო და ახლახან შეთანხმდა უკრაინასთან საბჭოს მონიტორინგის პროგრამაზე, რომელიც გზას გაუხსნის ფორმალური დაფინანსების პროგრამას.

”ჩვენ სავალუტო ფონდში ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევძლოთ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დამანგრეველი სიტუაციაა ელექტროენერგიაზე, გათბობაზე, წყალზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით - სიბნელით, სიცივით, საშინელი დაბომბვებით“, - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თვეში 1 მილიარდი დოლარით, 4 მილიარდ დოლარამდე, გაზარდა საბიუჯეტო დახმარების ოდენობა, რომელიც ქვეყანას დასჭირდება.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა კი განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკმა უკრაინას 18 მილიარდი დოლარი გამოუყო, რომლის დიდი ნაწილი შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან მოდის.

მისი თქმით, ის ელოდება, რომ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხის რაოდენობა საკმაოდ გადააჭარბებს მანამდე შეფასებულ 349 მილიარდ დოლარს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...