უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა
სოციალურ ქსელში გავრცელდა დაღუპულის მამის, არჩილ ხოფერიას განცხადება:
„ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში… ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა…
ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება… მტრებს ყველაფერი წინ აქვთ… და როცა მე აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობისა და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ… მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია“, – ნათქვამია დაღუპული მებრძოლის მამის განცხადებაში.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 25 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.