ესპანეთის თავდაცვის მინისტრი - ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას. ამის შესახებ განცხადება მარგარეტ რობლესმა ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა.
ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელი ამგვარად გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და ასევე, მის სახელზე ფოსტით გაგზავნილ საეჭვო პაკეტს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ასეთივე გზავნილი მიიღო რამდენიმე სამხედრო კომპანიამ, რომლებიც უკრაინის დახმარებაში არიან ჩართული, ასევე მადრიდში აშშ-ის საელჩომ. მანამდე ასაფეთქებელი წერილი მიიღეს ესპანეთში უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც მისი გახსნის შემდეგ ერთი ადამიანი დაშავდა.
მომხდარს ესპანეთის პოლიციამ სავარაუდო ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი, ესპანეთის გარდა, უკრაინის კიდევ ორ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მიიღეს.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მდებარე უკრაინის საელჩოებთან უსაფრთხეობის ზომები გამკაცრდება.
1tv
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.